ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

2025-08-10 18:49:09

გომბორის უღელტეხილზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. 

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ახალგაზრდა კაცს ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინფო რუსთავი" დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.