რუსთავში კაცმა ჯერ ცოლს სცემა შემდეგ კი შვილს გაუსწორდა ფიზიკურად.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ერთერთ მიკრორაიონში, 50 წლამდე ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით კაცმა ცოლს თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ კი ხელით შეეხო. ფაქტის მომსწრე გახდათ მათი შვილი რა დროსაც მან მამის შეჩერება სცადა თუმცა ფიზიკური დაპირისპირება შემდეგ უკვე მამა-შვილს შორის გადაიზარდა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა კაცი დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.