ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2025-08-09 11:17:08

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

მთა ზორტიყელთან მაღალი გამავლობის ტრანსპორტი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. დაშავებული მძღოლი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. 

ფოტო: აჭარის მაუწყებელი