გველმა 68 წლის კაცი დაკბინა

2025-08-09 11:03:21

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გველმა 68 წლის კაცი დაკბინა.

შემთხვევა სოფელ ხორნაბუჯში გუშინ მოხდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ კაცი ქვეწარმავალმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაგესლა.

ზედა კიდურზე მიყენებული დაზიანებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს უკვე გაუკეთდა ანტიგიურზინი.