მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი

2025-08-07 19:12:38

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

რუსთავში: 8 აგვისტო - 38°, 9 აგვისტო - 35°, 10 ავისტო - 34°, 11 აგვისტო - 31°, 12 ატვისტო - 33°.