რუსთავში რამდენიმე ასეულ აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდული აქვს.
"ინფო რუსთავი" "სოკარ გაზი"-ს რუსთავის ოფისს დაუკავშირდა სადაც განგვიცხადეს რომ - "მოდებაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კომპანია ძველ მილს ახალი გაზსადენით ცვლის. სწორედ ამიტომ #17, #19, #20 და #21 მიკრო რაიონებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდული აქვთ. გაზის მიწოდება საღამოს 18 საათიდან ეტაპობრივად აღდგება".
გაფრთხილება! გთხოვთ ყურადღებით იყოს გაზის მილების ჩამკეტებთან.