რუსთავში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

2025-07-30 20:09:09

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს “ტოიოტას” ორი და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.