"ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე"

2025-07-31 12:59:32

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

""4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე. 

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

4 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება რუსთავშიც: 1 აგვისტო 38°, 2 აგვისტო 38°, 3 აგვისტო 38°, 4 აგვისტო 39°.