დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროზმანში 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ნეშტის ნაწილი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოსურათებს ოროზმანის არქეოლოგიისა და პალეოანთროპოლოგიის საველე სკოლის ხელმძღვანელი და არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი ავრცელებს.
"ოფიციალურად! ოროზმანში 1.8 მილიონი წლის ადამიანის ქვედა ყბა აღმოჩნდა! "დიდ ხარ შენ უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი".