როგორია რუსთავში ავარიის დროს დაშავებული 2 ახალგაზრდის მდგომარეობა

2025-07-29 12:17:38

რუსთავი-გარდაბნის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 18 და 17 წლის ბიჭების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ერთი დღის განმავლობაში იყვნენ მოთავსებულები და უკვე გაწერილები არიან.

შეგახსენებთ, რომ  ე.წ. გაჯიანის ხიდზე "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გზიდან გადავარდა და ამობრუნდა.