თურქეთში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვმა, ივნისის ბოლოდან დღემდე, 17-ს მიაღწია.
როგორც გამოცემა „ასოშიეთედ პრესი“ წერს, დაღუპულთა შორის მეხანძრე-მაშველებიც არიან, რომლებიც ქალაქ ბურსაში ხანძრის ქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
ხანძრის გამო ბურსადან 3 500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. თურქეთის გარდა ტყის ხანძრებს ებრძვიან საბერძნეთში, ალბანეთსა და რუმინეთშიც.