რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი დღე დასრულდა.
დღეს გამოცდები როგორც აბიტურიენტებმა, ასევე მაგისტრანტებმა ჩააბარეს.
აბიტურიენტებმა პირველ სესიაზე გამოცდა ფიზიკაში ჩააბარეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 228 აპლიკანდიტან 173 გამოცხადდა.
მეორე სესიაზე გამოცდები ჩააბარეს მხოლოდ მაგისტრანტებმა ჩააბარეს და რეგისტრირებული 264 აპლიკანტიდან 220 გამოცხადდა.