რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქვეითის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, სადაც ახალგაზრდა გოგო ავარიის შემდეგ შეიყვანეს.
როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნათია მინდაძემ განგვიცხადა, პაციენტს თავის ტვინის შერყევა აქვს, ასევე აღენიშნება მუხლის დაჟეჟილობა და ჭრილობა. მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ღამის საათებში მეგობრობის გამზირზე მოხდა.