უბედურ შემთხვევას 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2025-07-16 16:33:43

ფონიჭალაში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში 14 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.