რატომ არაა რუსთავის ცენტრალურ პარკში შადრევნები ჩართული

2025-07-16 16:31:58

რუსთავში რამდენიმე სკვერში შადრევნები ჩართული არაა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთაველებმა მისწერეს, რომ ცხელ დღეებში სკვერებში ბავშვების შადრევნებზე გაყვანა სურთ, თუმცა არც ცენტრალურ პარკში და არც კლდიაშვილის სკვერსი შადრევანი ჩართული არ არის.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა ქალაქის მერიას, სადაც განგვიცხადეს, რომ: "მცირე დაზიანებაა და აღდგება უახლოეს დღეებში".