რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზარზე ხანძარი იყო [video]

2025-07-16 13:46:48

რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე, ტანსაცმლის სექციაში ხანძარი იყო. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ფეხსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, რის გამოც ტერიტორიაზე იყო დაკვამლიანება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

როგორც "ინფო რუსთავს" ბაზრის ხელმძღვანელმა მამუკა ცხოვრებაძემ განუცხადა, დამწვარია რამდენიმე მაღაზია და განადგურებულია ამ მაღაზიებში შენახული პროდუქცია.

მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტები და მოხდება ზარალის დათვლაც. ბაზრის ტანსაცმლის განყოფილება ამ დროისთვის დაკეტილია. 

რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა უცნობია.