რუსთავში ბინების ფასები ბოლო რამდენიმე თვეა არ შეცვლილა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტმა ალექსანდრე ცერცვაძემ განუცხადა.
ერთოთახიანის მინიმალური ფასი ე.წ. ხრუშოვის გარემონტებული 35 000$-დან იწყება, სარემონტო 32 000$. ჩეხურის 1 ოთახიანი 50 000$.
2 ოთახიანი ბინები ე.წ. მოსკოვის პროექტით 45 000-53 000$, ხოლო ქალაქური პროექტის გაკეთებული ბინა ფასი 65 000$-მდე ადის, სარემონტონს ფასი 52 000$-53 000$.
ჩეხურის 2 ოთახიანის ფასი 70 000$.
სამ ოთახიანები 65 000-80 000$, ე.წ. მოსკოვსი პროექტი 60 000-65 000$. რვიანების 3 ოთახიანი 72 000-73 000$ ღირს ძველი რემონტით, ახალი რემონტი 85 000$.