რუსთავში ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტმა დააგვიანა და გამოცდაზე არ დაუშვეს

2025-07-07 16:47:31

რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღე დასრულდა.

აბიტურიენტებს გამოცდა დღეს ინგლისურსა და რუსულში ჩააბარეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, ორი სესიის ჯამური მონაცემებით, რეგისტრირებული 1097 აბიტურიენტიდან 1044 გამოცხადდა.

სამწუხაროდ, გამოცდის პირველ სესიაზე ერთმა აბიტურიენტმა დაიგვიანა და, შესაბამისად, აპლიკანტი გამოცდაზე არ დაუშვეს.