ხანძარი რუსთავში, სკოლის ეზოში

2025-07-07 14:08:32

რუსთავში მე-13 სკოლის ეზოში ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.