გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენი გამოაქვეყნა, სადაც 2025 წლის პროგნოზებზეა საუბარი.
ბიულეტინში ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ გეოლოგიურ მდგომარეობაზეა საუბარი, მათ შორის ქვემო ქართლზე და რუსთავზე.
სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების 2025 წლის პროგოზებში ვკითხულობთ, რომ: "მეწყრული, ღვარცოფული და დახრამვითი პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია თბილისი წითელი ხიდის დამაკავშირებელ გზის ავტომაგისტრალის მიმდებარედ ცალკეულ უბნებზე და იაღლუჯის ქედზე ეროზირებულ ხეობებში".
დოკუმენტის თანახმად მონიტორინგული კვლევების პერიოდში ნანახია 3 ახალი მეწყრული სხეული: "აქედან ორი ძველმეწყრულ სხეულს წარმოადგენს, რომელიც მდებარეობს ქ. რუსთავის ფუნიკულიორის ქვედა ნაწილში იაღლუჯის ქედზე(კოორდ: : X-496940;Y-4599545), რომელიც საფრთხეს უქმნის მის ქვედა ნაწილში გამავალ მაღალი ძაბვის ე.გ.ხ ანძებს".
გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული ობიექტია ქ. რუსთავი- წითელი ხიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სამხრეთ განაპირა პერიფერია( 496533- 4593648). მეწყრის ფართობის 16.7 ჰა არის და მისი საშიშროების რისკი საშუალოდ ფასდება. მეწყერი აზიანებს მაღალი ძაბვის გადამცემ ანძებსა და საძოვრებს, გასატარებელ ღონისძიებად კი ვკითხულობთ, რომ უნდა მოხდეს ანძების გადატანა მდგრად ადგილზე და ზედაპირული წყლების რეგულირება.
რუსთავის მუნიციპალიტეტში სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებული პუნტქების რუკა