თბილისში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ისანში მეზობელმა მეზობელი პარკინგის გამო დაწყებული კონფლიქტის დროს მოკლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული ის პირიც, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული.