ხანძარი რუსთავში საცხოვრებელ სახლში [video]

2025-06-24 20:35:08

ხანძარი რუსთავში საცხოვრებელ სახლში [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XV მიკრორაიონში, ერთერთ საცხოვრებელ სახლში, მეორე სართულის აივანზე ცეცხლი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით ცეცხლი აივანზე განთავსებულ საბურავებს წაეკიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.