რუსთაველმა მრბოლელმა აღმართის დაძლევაში პირველი ადგილი დაიკავა

2025-06-24 13:20:31

რუსთაველმა მრბოლელმა ვანო მძელურმა აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა.

მრბოლელმა გამარჯვებასთან ერთად რეკორდიც დაამყარა და 2 წუთს 34 წამსა და 6 წამის მეათედში დიდგორის ველზე 5,5 კილომეტრის გავლა შეძლო.

საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში წლის განმავლობაში 5 ეტაპად მიმდინარეობს.

მიმდინარე ჩემპიონატში ეს ვანო მძელურის მე-2 გამარჯვებაა და შემდეგი, მე-4 ეტაპი 7 სექტემბერს სომხეთში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვანო მძელური 2024 წელს აღმართის დაძლევაში 5 ეტაპის ჯამში საქართველოს ჩემპიონი გახდა.