რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს

2025-06-17 18:10:25

რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს.

"რუსთავის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაუფრთხილებელმა ქმედებამ  ცეცხლის კერის გაჩენა გამოიწვია. 

მადლობას ვუხდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და მეხანძრე მაშველებს ოპერატიული ქმედებისთვის.

თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე."