მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩვილის ცხედარი დღეს სარწყავ არხში აღმოაჩინეს.
უწყების ცნობითვე, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.