ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 დამაშავდა

2025-06-17 13:36:58

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები. მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.