რუსთაველმა სპორტსმენმა რომან ალიევმა ტაეკვანდოში ავტსტრიის ღია ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
ელიმშან ტალიბოვის გაწვრთნილმა 17 წლის სპორტსმენმა 45 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ ეტაპზე გერმანელი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
რომან ალიევმა ვენაში გამართულ ჩემპიონატზე ამ მოგებით სარეიტინგო ქულაც დაიწერა.