ამბროლაურში კუნგფუს საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც რუსთაველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
შალვა ფრიდონაშვილის და ეთერი ბერიძის მიერ გაწვრთნილმა სპორტსმენებმა 6 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ამავე ჩემპიონატზე გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები და ეს ტიტული სალომე მუზაშვილსა და ლუკა წიბლიაშვილს მიენიჭათ.
კუნგფუს გარდა აღნიშნულმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ჭიდაობის შეჯიბრებაშიც, სადაც 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
სალომე მუზაშვილი - 1 ოქრო კუნგფუში, 1 ვერცხლი ჭიდაობაში, წლის საუკეთესო სპორტსმენი
ელენე წიბლიაშვილი - 1 ოქრო კუნგფუში, 1 ოქრო ჭიდაობაში
კახა წიკლაური - 1 ოქრო კუნგფუში, 1 ვერცხლი ჭიდაობაში
ლუკა წიბლიაშვილი - 1 ოქრო კუნგფუში, 1 ბრინჯაო ჭიდაობაში
შაკო სოფრომაძე - 1 ვერცხლი კუნგფუში
კატო კავთელაძე - 1 ოქრო კუნგფუში, 1 ვერცხლი ჭიდაობაში
ანა ჭინჭარაული - 1 ოქრო კუნგფუში