რუსთავში ერთმანეთს მოტოციკლი და ავტომობილი შეეჯახა [video]

2025-06-16 12:23:50

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე ერთმანეთს "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

შემთხვევის დროს მოტოციკლის მძღოლი, ახალგაზრდა ბიჭი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთვში" გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნათია მინდაძემ განგვიცხადა, 22 წლის პაციენტს აღენიშნებოდა თავის ტვინის შერყევა და მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.