ბენზინგასამართ სადგურზე ავტომობილი შევარდა

2025-06-03 00:58:44

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ავტომობილი შევარდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ავარიის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.