ქვემო ქართლში ავარიის დროს 2 ადამიანი დაშავდა

2025-06-04 11:29:50

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ადგილობრივი მედიის 24news-ის ინფორმაციით, ერთმანეთს "ტესლასა" და "ოპელის" მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს დაზიანებები მიიღო ავტომობილის ორივე მძღოლმა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.