ავტომობილში კაცი ჩაცხრილეს

2025-06-04 11:18:37

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალთან შუახნის მამაკაცი, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარესთან, საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ორი მუხლით - 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.