გორში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინეს.
მძიმე დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ გუშინ დააკავა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.