თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითი არასწორ ადგილას კვეთდა გზას, ხოლო მძღოლმა შეჯახების პრევენციის მიზნით ტროტუარის მხარეს გადაუხვია. შემთხვევის დროს მაინც დაშავდა ორი ქვეითი.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.