რუსთავის მუნიციპალურ და რუსთავის-ისნის ავტობუსების ნაწილში კონდიცირების სისტემის ტექნიკური გაუმართაობა დაფიქსირდა.
ინფორმაციას მუნიციპალური ავტოტრანსპოტის სამსახური ავრცელებს.
“რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ნაწილში, შიდა საქალაქო და რუსთავი-თბილისი (ისანი) მიმართულებებზე, კონდიცირების სისტემის ტექნიკური გაუმართაობა დაფიქსირდა. ამჟამად მიმდინარეობს შეკეთების სამუშაოები და უახლოესი ორი დღის განმავლობაში სისტემები სრულად აღდგება. შესაბამისად, მგზავრებს დისკომფორტი აღარ შეექმნებათ. გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
როფორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ავტოსატრანსპორტო საწარმოში განუცხადეს, პრობლემის აღმოფხვრის პერიოდში მოძრაობის ინტერვალი არ შეიცვლება და ავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.