რუსთავში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა
"ბოლო ზარში" მონაწილე რამდენიმე ავტომობილი დააჯარიმეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დღის განმავლობაში ავტომობილის მძღოლებს სამართალდამცავებმა ჯარიმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სიჩქარის გადაჭარბებისა და სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევის გამო გამოუწერეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის სკოლების ნაწილში კურსდამთავრებულებმა ბოლო ზარი აღნიშნეს.