ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2025-05-20 16:41:25

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს "ბე-ემ-ვესა" და "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.