რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის N2, N4, N5 და N6 ავტობუსების შეცვლილი მარშრუტი

2025-05-20 14:54:56

რუსთავში მოდებაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა  კაპანაძისა და მოდებაძის ქუჩების კვეთიდან, მოდებაძისა და ხანძთელის ქუჩების კვეთამდე.

გზის გადაკეტვის გამო მუნიციპალური ტრანსპორტის N2-ის, N4-ის, N5-ისა და N6-ის ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ.

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი ავრცელებს.

"გზის სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე №2,  №4,  №5, №6 მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:
№2 

№2 ავტობუსი, ნაცვლად მე-19-ე და მე-17-ე მიკრო რაიონებისა,  იმოძრავებს მე-12- ე მიკრო რაიონის მიმართულებით.
ბალანჩივაძის ქუჩა - რუსთაველის ქუჩა - კოსტავას გამზირი - მეგობრობის გამზირი - კლდიაშვილის ქუჩა - თოდრიას ქუჩა - მესხიშვილის ქუჩა - მე12 მკ/რ-ნი - აღმაშენებლის გამზირი - სანაპიროს ქუჩა - აღმაშენებლის გამზირი - მე-12-ე მკ/რ-ნი - ლეონიძის ქუჩა - ქუთაისის ქუჩა - შარტავას გამზირი - მეგობრობის გამზირი - კოსტავას გამზირი - გაგარინის ქუჩა - დავით გარეჯის ქუჩა - ბალანჩივაძის ქუჩა.

№4 

№4  ავტობუსი აღარ გაივლის მოდებაძის, აღმაშენებლის ქუჩებს, ასევე მე12 მკ/რ-ს და  ლეონიძის ქუჩიდან გააგრძელებს მოძრაობას მესხიშვილის ქუჩაზე. 
მეტალურგიული ქარხანა - კოსტავას გამზირი - მეგობრობის გამზირი - კლდიაშვილის ქუჩა - თოდრიას ქუჩა - მესხიშვილის ქუჩა - შარტავას გამზირი - ქუთაისის ქუჩა - ლეონიძის ქუჩა - მესხიშვილის ქუჩა - თოდრიას ქუჩა - კლდიაშვილის ქუჩა - მეგობრობის ქუჩა - კოსტავას გამზირი - რუსთაველის ქუჩა - დავით გარეჯის ქუჩა - გაგარინის ქუჩა.
№5
მეტალურგიული ქარხანა - კოსტავას გამზირი -  თბილისის ქუჩა -ფალიაშვილის ქუჩა - მელიქიშვილის ქუჩა - ლომოურის ქუჩა - შარტავას გამზირი - ჩერკასის ქუჩა - ლეონიძის ქუჩა - მე-12-ე მკ/რ-ნი - აღმაშენებლის გამზირი - სანაპიროს ქუჩა - პუშკინის ქუჩა - კაპანაძის ქუჩა - ლეონიძის ქუჩა - ჩერკასკის ქუჩა - შარტავას გამზირი - ლომოურის ქუჩა - მელიქიშვილის ქუჩა - ფალიაშვილის ქუჩა - თბილისის ქუჩა - კოსტავას გამზირი - მეტალურგიული ქარხანა.
№5 ავტობუსი, მოდებაძის ქუჩის ნაცვლად  იმოძრავებს ლეონიძე, მე-12-ე მიკრო რაიონის გავლით და მოხვდება აღმაშენებლის ქუჩაზე.
№6
№6 ავტობუსი მე-19-ე და მე-17-ე  მიკრო რაიონების ნაცვლად,  იმოძრავებს მე-12-ე მიკრო რაიონისა და და ლეონიძის ქუჩის მიმართულებით.
რკინიგზის სადგური - რუსთაველის ქუჩა - კოსტავას გამზირი -თავგორაშვილის ქუჩა - სანაპიროს ქუჩა - აღმაშენებლის გამზირი - მე-12-ე მკ/რ-ნი - ლეონიძის ქუჩა - ტაშკენტის ქუჩა - შარტავას გამზირი - ტაშკენტის ქუჩა - ლეონიძის ქუჩა - მე12 მკ/რ - აღმაშენებლის გამზირი -სანაპიროს ქუჩა - თავგორაშვილის ქუჩა - მეგობრობის გამზირი - კოსტავას გამზირი - ფიროსმანის ქუჩა - გაგარინის ქუჩა - კოსტავას გამზირი - რუსთაველის ქუჩა - რკინიგზის სადგური"
,- ნათქვამია განცხადებაში.