პოლონეთში 2 ქართველი დააკავეს

2025-05-20 14:31:23

პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბრალდებულებმა ქალაქ ოპოლეში მდებარე მაღაზიიდან ტექნიკასაიუველირო ნაკეთობები და საკვები მოიპარეს. ნივთების საერთო ღირებულება 1 600 ევროს შეადგენს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, 48 წლის კაცი პოლონეთში 2024 წელს იმყოფებოდა - მაშინ ის ქვეყნიდან გააძევეს და ტერიტორიაზე შესვლა 7 წლის ვადით აუკრძალეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბრალდებულმა შეცვალა პირადი მონაცემები და ისევ პოლონეთში ჩავიდა.

პოლონური მედიის ცნობით, ორივე დაკავებულს შენგენის ზონაში 10 წლის ვადით აეკრძალა შესვლა