რუსთავში მოდებაძის ქუჩა გადაიკეტა.
მიზეზი ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოებია. ავტომობილები შემოვლითი გზებით სარგებლობენ.
როდემდე იქნება ქუჩა გადაკეტილი და რა მარშრუტით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ამ დეტალებს რუსთავის მერიასთან არკვევს.
შეგახსენებთ, რომ მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია ორი თვის წინ დაიწყო და სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 000 000 ლარამდე იხარჯება.