სიმაღლიდან 15 წლის გოგო გადმოვარდა და დაიღუპა

2025-05-19 14:53:14

თბილისში სიმაღლიდან მოზარდი გადმოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მოხდა, 15 წლის გოგო მაღალი სართულიდან გამოვარდა და დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.