რუსთაველი სპორტსმენი ხრიდოლში საქართველოს ჩემპიონია

2025-05-19 13:25:00

რუსთაველი სპორტსმენი, სალომე მუზაშვილი ხრიდოლში საქართველოს ჩემპიონია.

ჩემპიონატი რუსთავში ქიმიკოსთა სახელობის სპორტდარბაზში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონიდან თუ ქალაქიდან ჩამოსულმა სპორტსმენმა მიიღო.

შალვა ფრიდონაშვილისა და ეთერ ბერიძის გაწვრთნილმა სალომე მუზაშვილმა ყველა მეტოქის დამარცხება შეძლო და 45 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.