რუსთაველმა მრბოლელმა აღმართის დაძლევაში პირველი ადგილი დაიკავა

2025-05-19 11:18:32

რუსთაველმა მრბოლელმა ვანო მძელურმა აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში წლის განმავლობაში 5 ეტაპად მიმდინარეობს.

ჩემპიონატის მეორე ეტაპი წყლულეთი-მსხალდიდის გზაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობას 20-მდე მრბოლელი იღებდა. ჩემპიონატის მესამე ეტაპი 20 ივნის გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვანო მძელური 2024 წელს აღმართის დაძლევაში 5 ეტაპის ჯამში საქართველოს ჩემპიონი გახდა.