რუსთავში მეგობრობის გამზირზე ავარიის დროს დაშავებული ბებია-შვილიშვილის მდგომარეობა სტაბილურია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ორივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა, თუმცა არასრულწლოვანი პაციენტი შემდეგ თბილისში გადაიყვანეს. მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება ბებიას, ქალი კვლავ კლინიკა რუსთავში რჩება და როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა ლალი ღირსიაშვილმა გვითხრა, პაციენტს სახისა და სხეულის მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.
ქალი ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ მეგობრობის გამზირზე, ზებრა გადასასვლელზე ბებიას და შვილიშვილს ავტომობილი დაეჯახა.