რუსთავში ბებიას და შვილიშვილს ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა

2025-05-13 19:38:27

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, ზებრა გადასასვლელზე ბებიას და შვილიშვილს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული ბებია-შვილიშვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის კიპაჟები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები