სურამთან, სადაც რამდენიმე ავტომობილი გზიდან გადავარდა, არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გზიდან გადავარდა სატვირთო, რომელსაც, ავტომობილები გადაჰქონდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს რამდენიმე მანქანა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან არის გადავარდნილი და დაზიანებულია.