გასულ თვეში რუსთავში 13 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

2025-05-07 14:49:09

აპრილის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრში 13 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.

აპრილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 7 ადამიანი დაშავდა.

ავარიები დაფიქსირდა ქალაქის შემოსასვლელში, მე-12 მიკრორაიონში, კლდიაშვილისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩების კვეთაზე, შარტავას გამზირზე, ლომოურის ქუჩაზე, მეგობრობის გამზირზე.

აქედან, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა, მეგობრობის გამზირზე მოხდა.