რუსთავში ავარიის დროს ავტომობილი ამობრუნდა [video]

2025-05-07 18:48:58

რუსთავში თბილისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ჰონდასა” და “მიცუბიშის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ “ჰონდას” მარკის ავტომობილი ამობრუნდა.

ავარიის დროს დაშავდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც  სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განგვიცხადა, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და უტარდება შესაბამისი კვლევები.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები