რუსთავში 3 გველი დაიჭირეს

2025-05-07 14:35:28

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში აპრილის თვეში 3 გველი დაიჭირეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის დირექტორის, ლალი დეკანოსიძის ინფორმაციით, მათთან სულ 10 გამოძახება შევიდა, საიდანაც 3 დადასტურდა.

დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: გველხოკერა - 1 წყლის ანკარა - 2.

დეკანოსიძის ინფორმაციით, გასულ თქვეში ქვეწარმავლის მიერ დაკბენის შემთხვევა რუსთავში არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75.

ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.