რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე ზებრა გადასასვლელზე 40 წლამდე ქალს “ჰონდას” მარკის ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.